პარლამენტთან შეკრებილ ქუთაისში მოქმედ გაფიცულ ადვოკატებს ადმაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვდა. ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ადვოკატების უფლებების შემცირებას ითვალისწინებს გადასახედია.
„უახლოეს დღეებში ჩაინიშნება საკომიტეტო სხდომა სადაც ადვოკატებს საშუალება მიეცემა დაესწრონ კომიტეტს და დეტალურად განვიხილოთ ის შენიშვნები რომელიც მათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გააჩნიათ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ადვოკატების პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიეხედვით ადვოკატების ჩხრეკისა და ამოღების უფლება არ ექნებათ.