დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ევროპამ უარი თქვას საქართველოზე და ალტერნატივად ევრაზიული კავშირი დაგვრჩეს - ამის შესახებ "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ ოკუპანტების მიერ სოფელ დიცში და დვინში საზღვრების გადმოწევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დავითაია მიიჩნევს, რომ საზღვრების გადმოწევით რუსეთმა ახალ მთავრობას ღია მესიჯი გამოუგზავნა იმისათვის, რომ საქართველომ ნატოსკენ სწრაფვა შეაჩეროს.
"საზღვრების გადმოწევა არის მანიშნებელი, რომ რუსეთთან ახალი ხელისუფლების ე.წ. "გალაითებულმა პოლიტიკამ" კრახი განიცადა. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიიტაცოს. პუტინის მთავარი მიზეზი იმპერიის საზღვრების გაფართოებაა. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ამ საკითხს უფრო მკაცრად მიუდგნენ და ნუ მიაყურადებენ მას. მოვუწოდებ ყველას, დადგნენ ერთად, რადგან ეს საკითხი საკინკლაო არ გახდეს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები