პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა განახლდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ამომრჩეველთა სიები, ამომერჩეველთა მოსყიდვა, პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება და მედიის მიერ წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქება. ეს ის საკითხებია, რომელსაც პარტიის წარმომადგენლები დილიდან განიხილავენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა საარჩევნო სიებს მოქმედი ხელისუფლება ბიომეტრიული მონაცემებით დააკომპლექტებს.
„თუ ადამიანს უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმარველობის არჩევნებში, მან წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ამასთან უნდა მივიდნენ შეაგროვონ მონაცემები მათ შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ საშუალება მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათვის სასურვებ კანდიდატს. მაგრამ თუ ვინმეს აქვს პირადობის მოწმობა და არ აქვს ბიომეტრიული მონაცემები ჩაბარებული ეს გამოიწვევს, რომ ათეულობით ათასი ამომრჩეველი დარჩება ხმის მიცემის უფლების გარეშე", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.