პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 65-ე იუბილეს ულოცავს და პარლამენტის ფოიეში ებრაული თემის წარმომადგენლების პატივსაცემად გამოფენა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუსაშვილის განცხდებით ისრაელისა და საქართველოს შორის მრავალი ათეული წელია მჭიდრო მეგობრული ურთიერთობაა.
„ისრაელთან საქართველოს ღრმა ფესვები აკავშირებს. ძალიან სიმბოლურია, რომ ებრაული თემის წარმომადგენლებს ქუთაისიდან ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, რადგან სწორედ ქუთაისი იყო 19-ე საუკუნეში ქალაქი, სადაც აქ მცხოვრებლების მესამედი ებრაელები იყვნენ" განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში გამართულ გამოფენას საქართველოში ისრაელის ელჩი ესწრება.