სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: "სახელმწიფო არის საზღვარი რომელიც იცავს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებსმ, კულტურას , ენას და მის ღირებულებეს ფასეულობებს.... საერთოდ არა ვარ საელჩოებთან გამოსვლების დიდი მომხრე მაინც ვერ ვმალავ გაოცებას რომ 17 მაისს 40 კაცის მიერ შექმნილ "საფრთხის" დასაძლევად (საფრთხე რომელსაც უნდა ვებრძოლოთ თუ ვებრძვით რეალურად ჩვენ თავში პირადად და არა კოლეკტიურად. გარყვნილობას მასა კი არ ებრძვის არამედ ადამიანი და პიროვენბა) გამოვიდა 20 000 ადამიანი მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული????. კი მეტყვიან რომ იქ სულიერებას ვიცავდითო! გასაგებია მაგრამ აქაც ნუთუ ვერ ვხდებით რომ ჩვენი სულიერი ძალის , და ხნეობის ტესრირებასთან გვაქვს საქმე, არა მაინდამაინც რუსეთიდან დაგეგმილი არამედ განგებიდან.... არ მაინტერესებს ეს გადაგმული ნაბიჯი როგორ არის გააზრებული რუსეთის მიერ : როგორც ბოლო ჟესტი სააკაშვილის მისამართით (ანუ იმის საჩვენებლად რომ ის უფრო პატრიოტული იყო- რასაც თავისთავზე იჩემებს რეალობის საწინაღდეგოდ- რადგანც სიტყვიერად მკაცრად რეაგირებდა ) თუ პირველი ტესტი ახალი ხელისუფლებისა! მე ის მადარდებს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპეკტრზე სადაც ვრცელდება აკტიურად შეგნებული და სააკაშვილის მიერ დაწყებული ევროპის ლანძღვა გინება, რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ არის განსაზღრული. არჩევანი გვესახება როგორც ჯერჯერობით უმოქმედობის (დიპლომატიური გზა რომ უალტერნატივოა ეს გასაგებია მაგრამ დიპლომატია ხომ მხოლოდ ინსტრუმენტია ანუ საშუალება. მთავარი კი ის არის თუ რა მიზანს , პოლიტიკას, სტრატეგიას ემსახურება და ეს ჯერ ზოგად ტერმინებით "დაბალანსებით" შემოიფარგლება) და აშკარად არ ვიტყოდი პრო რუსული (ამას არავის დავაბრალებ მიშას გარდა) დათმობის მომხრე მესამე ძალა - რუსეთთან უპირობო მორიგების, რუსეთში ვიზიტების, შენიღბული პსევდო ნაციონალიზმისთ. რომლის კონკურენცია შეიძლება კიდევაც აწყობდეს ხელისუფლებას როგორც ნამოძრაობას.... ამათთან შედარებით ადვილია პროგრესიულად და დასვლურად გამოჩენა !"