ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლისს მიზეზად დავით ებრალიძე დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე შეუთანხმებლობას ასახელებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა.
რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე", - აღნიშნავს ებრალიძე.