საქართველოს კონტორლირებადი ტერიტორიიდან რუსი მესაზღვრეების მიერ 24 წლის როსტომ სესიაშვილის გატაცებას, საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს. პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვითარება კონფლიქტურ რეგიონში შემაშფოთებელია.
„ვითარება შემაშფოთებელია, რამდენადაც არავის არ გვაქვს სურვილი ამ ყველაფერმა პროვოკაციული ხასიათი მიიღოს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დიალოგის ფორმატში შევძლოთ პრობლემის მოგვარება. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოლიტიკას და შეაჩეროს ჩვენი ტერიტორიების მკაცრი ანექსია. ინფორმირებული გვყავს დიპლომატიური კორპუსი, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ რუსეთზე და შევაჩეროთ ეს პროცესი" განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რამდენიმე კვირის წინ ქართველების კონტროლირებად ტერიტორიიდან 11 ადამიანის გატაცება მოხდა.