ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, პარტიაში ჯერ არ ჩამოყალიბებულან, თუ როდის დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და ვინ იქნება მათი კანდიდატი. ვეფხვაძის თქმით, გამომდინარე პოლიტიკური ვითარებიდან სასურველი იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული პარტიების ნაწილმა კოალიცია შექმნან და აპარტიული პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელონ.
„პარტიაში მიდის კონსულტაციები, იმის შესახებ რომ თუ ვის დავასახელებთ პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან ვფიქრობ რომ იმისათვის რომ შანსები მეტი იყოს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა კოალიცია უნდა შევქმნათ და დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი, როელსაც საზოგადოების უმრავლესობა მხარს დაუჭერს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე კოალიცია ქართულ ოცნებას, სახალხო კრებას, და ლეიბურისტულ პარტიას ჰყავს წარდგენილი.