საკონონმდებლო ორგანოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, ბრიფინგი გამართა. დოლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მესამე პლენარული სესიის შედეგბეზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ კომიტეტებზე, ბიუროსა და სხომაზე ყველა საკითხი წარმატებით გაიტანა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის არგასვლაზე.
„საქართველოში არ არის შერჩევითი სამართალი, ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები. ასევე ასამბლეაზე ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები ვანო მერაბიშვილის დაკავება პოლიტპატიმრის საკითხად დაესვათ. თუმცა ეს აღნიშნული საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე არ გაუვიდათ ნაციონალებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.