პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაგნიძე საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტის შენიშვნებზე ამახვილებს ყურადღებას. გაგნიძის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით დაცვის მხარის უფლებები საგრძნობლად მცირდება.
„აღნიშნულ კანონპრექტზე პრეზიდენტის შენიშვნები შეეხება ორ ნაწილს, პირველი ეს გახლავთ დაცული მხარისათვის მინიჭებული უფლებამოსილებები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების ვადა 1014 წელია მითითებული. ჩვენი წინადადებაა ამოქმედების ვადად ჩაინიშნოს მიმდინარე წლის სექტემბერი.. მეორე ნაწილი მტკიცებულებათა გაცვლას ეხება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა ისეთი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინოს რომლის უფლებაც ამ კანონპროექტის მიღებამდე ჰქონდათ" განაცხადა გაგნიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ამ ცვლილებებს ადვოკატები აპროტესტებენ. მათმა ნაწილმა გუშინ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შესასწორებლად საპროტესტო აქცია ჰქონდა გამართული.