პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს, რომლის მიხედვით კონსტიტუციის 29-ე მუხლის ცვლილება უნდა მოხდეს. აღნიშნული მუხლი კანონმდებლობით ორმაგ მოქალაქეს უფლებას არ აძლევს თანამდებობის პირი იყოს.
„მოქმედ კონსტიტუციაში არის ბევრი ისეთი მახინჯი მუხლი, რომელიც ვფიქრობ რომ შესასწორებელია. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის რედაქტირებას მოახდენს" განაცხადა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის 29-ე მუხლის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ პრეზიდენტის შეთავაზებას დასთანხმდება 29-ე მუხლის მიხედვით თანამდებობის პირი ვეღარ იქნება.