"ჟან კლოდ მინიონს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე ე.წ. საზღვრის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მინიონთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა ევროპის საბჭო არსებულ სიტუაციას შეისწავლის.
,,წარმოუდგენელია დღეს შეხვდე საერთაშორისო ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს და არ ისაუბრო იმის შესახებ რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ.მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და გადავეცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზი და ასევე ჩვენი განცხადება. ვუამბე იმ დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა და რომელსაც მომავალ დღეებში გადადგამს", _განაცხადა ფანჯიკიძემ.