საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საპყრობილეში ყოფნის მიუხედავად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება. როგორ აკაკი ბობოხიძემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა პარტიაში გენერალური მიდვნის შემცვლელ კანიდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში არის მრავალი ისეთი ადამიანი რომელსაც გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება შუძლია, ჩვენ ამ საკითხზე პარტიაში არ გვისაუბრია. ვანო მერაბიშვილი იყო და რჩება ჩვენი პარტიის გენერალურ მდივნად" განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.