საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას აფასებს. ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კიდევ არ დაკარგოს ტერიტორიები.
,,ხელისუფლებამ ძალა და ღონე არ უნდა დაიშუროს რომ გაარკვიოს რეალურად რა მოხდა საზღვრის პირა ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მათ საზღვარი 200-300 მეტრიტ გადმოწიეს საქართველოსთვის ეს ტერიტორიები მეტად მნიშვნელოვანია. სწოედ ამიტომ დღევანდელმა ხელისუფლებამ რეაგირება დროულად უნდა მოხდინოს", _განაცხადა ბეჟაშვილმა.