,,საქართველოში სამხედრო ტექნიკის წარმოება თითქმის ნულზეა დაყვანილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამხედროების დაჯილდოებისას.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე. სამწუხაროა, რომ აღლუმი არ ჩატარდა, თუმცა გამიხარდა, რომ სამხედრო ტექნიკა გამოვიდა საქართველოს ქალაქებში. ჩვენ მოვახდინეთ სასწაული და შევქმენით ქართული სამხედრო ტექნიკა. ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მაგრამ როდესაც გუშინ ეს ტექნიკა გამოვიდა, მე ჩემთვის გავიფიქრე - ამ ტექნიკის მთავარი შემქმნელი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დღეს ზის ციხეში, უშუალო შემსრულებელს დატოვებული აქვს საქართველო და ტექნიკის წარმოება თითქმის ნულზეა დაყვანილი, პრაქტიკულად, გაყინულია. ჩვენ ამ თემებზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არის ის, რაც საქართველოს მომავალს ეხება", - განაცხადა პრეზიდენტმა.