,,რუსეთი უახლოეს გარდაუვალ წლებში, დაიმახსოვრეთ ეს კარგად წავა კავკასიიდან და არ ეცხელება საქართველოსთვის", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სამხედროების დაჯილდოებისას.
,,საქართველო არის ამირანი, რომელსაც ჯერ ემბარგო გამოუცხადეს, მაგრამ მაინც კლდიდან აწყვეტა განიზრახა, ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო მაინც გაუწიეთ წინააღმდეგობა ჩვენს მეციხოვნეს. Bბოლოს ჯაჭვი, რომ გავწყვიტეთ და ვერაფერი, რომ ვერ მოიფიქრა, პირდაპირ შეირაღებული ომი გამოგვიცხადა და მოხდა სასწაული, ომის შემდეგაც ეს ამირანი გაიმართა წელში, წამოდგა მთელი მსოფლიოს დასანახად დააპირა კლდიდან თავის ახსნა. დღეს, როცა მეციხოვნეს ბერკეტებიც აღარ აქვს ამირანის შეჩერების, როცა ჩვენი მეციხოვნე, რუსეთის იმპერია ბევრი დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური ფაქტორების გამო გარდაუვალ უახლოეს წლებში, დაიმახსოვრეთ ეს კარგად, წავა კავკასიიდან და არ ეცხელება საქართველოსთვის, ახლა არ არის დრო, რომ ამირანი დაიღალოს და თქვას, ჯანდაბას, ისევ მეციხოვნესთან ვიქნები, ისევ ჯაჭვებს გავიკეთებ, ისევ ამ კლდეზე ვიქნები მიჯაჭვული და ამის სიმპტომები ჩანს. ამიტომ ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის ომში ჩვენ ვიყავით ცამდე მართალი, ჩვენმა ჯარმა სასწაული მოახდინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები