"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, "პროკურატურა ხდება უფრო დიდი მონსტრი ვიდრე აქამდე იყო".
როგორც ხატიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, "პროკურატურის შესახებ კანონში საიდუმლო ცვლილება შედის".
"საიდუმლო ცვლილება შედის პროკურატურის შესახებ კანონში. თუ პროკურორი ჩაიდენს დანაშაულს ამ საქმეს ისევ ის პროკურორი გამოიძიებს ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ამით პროკურატურა ხდება უფრო დიდი მონსტრი ვიდრე იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო. ჩვენ თუ ამაზე ხმა არ ამოვიღეთ უარეს შედეგებს მივიღებთ, ვინაიდან მივდივართ ბლენეთისკენ. დღეს ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დააკავონ და რაღაც ჩაუდონ. ამას ხმამაღლა ვლაპარაკობ და ამიტომაც მე პრესონა ნონგრატად დავრჩი ამ ხელისუფლების პირობებშიც", - აცხადებს ხატიაშვილი