28-29 მაისს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინიონის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
,,აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას", -განაცხადა ბერუჩაშვილმა.