29 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მეშვიდე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტების შესახებ. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა ევროპის საბჭოს მეშვიდე ანგარიში მოიცავს საქართველოსი მიმდინარე პერიოდს 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით.
,,მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო აგრძელებს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულების მონიტორინგს, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერტორიეის ოკუპაციას. აღნიშნულის საკითხი მუდმივად დაგს ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში", _განაცადა ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები