"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის შანსებზე საუბრობს.
როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, ბურჯანაძეს შანსი დიდი აქვს "თუ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორმა არ გადაწონა".
"ვფიქრობ ბურჯანაძეს ძალიან სერიოზული შანსები აქვს თუ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორმა არ გადაწონა. ყველამ იცის რომ მთავარი პირი ივანიშვილია, მუსიკას მაინც ის შეუკვეთავს, რა თქმა უნდა ყველაზე დიდი შანსი მაინც ბატონ ბიძინას აქვს", -აცხადებს გაფრინდაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები