სიმბოლურია, რომ ამ დღეს დაიბადა ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლას შესწირა", -ნათქვამია თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
,,26 მაისი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი თარიღია, არამედ საქართველოს ეროვნული გმირის, - მერაბ კოსტავას დაბადების დღეც. სიმბოლურია, რომ ამ დღეს დაიბადა ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლას შესწირა. მერაბ კოსტავა პირნათელი და უმწიკვლო წავიდა ამ ქვეყნიდან ისე, რომ არა მხოლოდ სრულად მოიხადა პატრიოტული ვალი, არამედ შთამომავლობას დაუტოვა სამშობლოს უანგარო მსახურების ბრწყინვალე მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება მომავალ თაობათა შთაგონების წყაროდ", -ნათქვმია განცხადებაში.