საქართველოს პრეზიდენტის ქონება იზრდება. მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა 23 მაისს შეავსო, ქვეყნის პირველი პირი ქვეყნის მასშტაბით სულ 20494 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს. მაშინ როდესაც 2012 წლის მაისის დასაწყისში შევსებულ დეკლარაციაშ,ი პრეზიდენტს 7320 კვ/მ მიწის ნაკვეთი აქვს დეკლარირებული.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ საალაშვილი მიწის ნაკვეთების უმეტესობას ყვარელში ფლობს, ხოლო მხოლოდ 500 კვ/მ-ს დაბა გუდაურში.
პრეზიდენტის სახელზეა ასევე გაფორმებული ყვარელში მდებარე სახლიც. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს დეკლარირებული აქვს თუ რა დაუჯდა დამატებით მიწის ნაკვეთის შეძენა. ირკვევა, რომ საერთო ჯამში მიხეილ სააკაშვილმა დამატებითი მიწის ნაკვეთების შესაძენად 104 ათას 920 ლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 15 მაისით თარიღდება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაში უძრავი ქონება არ ირიცხება. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ მის მეუღლეზე სანდრა რულოვსზე გაფორმებული ბარნოვის ქ.#9,-ში მდებარე 154.0 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 164.0 კვ.მ მანსარდა.
დაბა გუდაურში განთავსებული მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ 2011 წლიდან ჩნდება, რასაც შემდგომ 2012 წელს ყვარელში მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი ემატება.
2012 წლის დეკლარაციისგან განსხვავები,თ გაზრდილია ასევე ქვეყის პირველი ლედის ქოენებაც. ბარნოვის ქ.#9-ში მდებარე ბინასა და მანსარდასთან ერთად, სანდრა რულოვსი 2013 წლის დეკლარაციით, უკვე დამეტებით ყვარელში 1230.0 კვ/მ მიწის ნაკვეთის მფლობელია.
დეკლარაციის შევსებისას, პრეზიდენტს „საქართველოს ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშებზე 5000 დოლარი, 19.62 ევრო და 1000 ევრო ედო. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი "საქართველოს ბანკში" ერიცხება, ხოლო სახელფასო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსებისას, პრეზიდენტს 5000 ჰქონდა. სანდრა რუსლოვსს ING BANK ტერნეუზენიში 110 000 ევროს ანაბარი აქვს, ,,თი-ბი-სი ბანკში კი' - 30 ათასი აშშ დოლარის.
პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნიათ. ასევე მიხეილ სააკაშვილზე და მის ოჯახის წევრებზე არ ირიცხება მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.