,,ეკლესიაც აცნობიერებს, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა გადააჭარბა კანონს და მათ პასუხი უნდა აგონ", _განაცხადა ჟურნალისტებთან დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ივანიშვილმა 17 მაისს სასულიერო პირების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეკლესიამ და საპატრიარქომ რეალური პოზიცია დაიკავა.
,,ეკლესიამ და საპატრიარქომ რეალური პოზიცია დაიკავა. პატრიარქმა კარგი განცხადებები გააკეთა. ეკლესიაც აცნობიერებს, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა გადააჭარბა კანონს და მათ პასუხი უნდა აგონ. მე მგონი, ეკლესიაც აპირებს შესატყვისად დასაჯოს საეკლესიო პირები, ვინც აგრესიისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მომხდარის პრევენცია იქნება ის, რომ სამართალდამცავები სამომავლოდ ყველა ადამიანს მოსთხოვენ პასუხს ვინც კანონს დაარღვევს.