,,ელჩებმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საკითხზე მწირი ინტერესი გამოავლინეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მათი მხრიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა დაისვა.
ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით, დიპლომატებს ძირითადად, საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები აინტერესებდათ.
"ძირითადი შეკითხვები იყო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. გაცილებით ნაკლები ყურადღება დაეთმო მერაბიშვილის დაპატიმრებას. ძალიან დაბალი ინტერესი იყო ამასთან დაკავშირებით, 95% საუბრისა წარიმართა 17 მაისის მოვლენების თაობაზე. მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კითხვა დაისვა", - განაცხადა ივანიშვილმა.