აფხაზი სეპარატისტები სოხუმში სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიატრქს ილია მეორეს არ ელოდებიან. აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ე.წ. მმართველო ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქის ვიზიტის განხორციელება აფხაზეთში კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთან შეუძლებელია.
"ილია მეორის ვიზიტის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. ის თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და ამტკიცოს, რომ აფხაზეთი - საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ის არასოდეს იქნება საქართველოსგან განცალკევებით", _ განაცხადა აპლიამ.
"ჩვენ ის აფხაზეთში არ დაგვიპატიჟებია", _ დასძენს აპლია.
ამას გარდა, აპლია ასევე არ ეთანხმება საქართველოს პატრიარქის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში არსებული ეკლესიების მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენ ყველგან ეკლესიებს ვარემონტებთ და ახალ მრევლს ვიკრებთ. ყოველწლიურად იზრდება ქრისტიანთა რაოდენობა", _ აცხადებს ბესარიონ აპლია.
მასალის გამოყენების პირობები