რამდენიმე დღეში საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ეწვევა. მინიონის ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე დაიწყება. ჟან კლოდ მინიონი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით 26 მაისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს, პირველ პირებს შეხვდება.
საქართველოს შემდეგ ჟან კლოდ მინიონი სომხეთს ეწვევა.