მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განუცხადა.
„ის თავს გრძნობს ძალიან კარგად, არის ბრძოლის ხასიათზე, შემართებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ზუსტად იმ სამართლიან ბრძოლას, რათა მოხდეს დაპატიმრების აღკვეთის ღონისძიების გაუქმება. ის დარწმუნებულია იმაში, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის ამჟამად ე.წ. "მატროსოვის" ციხეშია გადაყვანილი.