,,ქვეყანა "აბეჟნიკობამანიას" არ უნდა გადავაყოლოთ", P_ განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის კომენტირებისას.
Mმისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება არასწორია, რადგან ის ქვეყნიდან გაქცევასა და გამოძიებისთვის თავის არიდებას არ აპირებდა.
,,ბუნებრივი ცხრა წლის განმავლობაში ბევრმა ბევრს აწყენინა მთავრობაში ყოფნისას, მეც ვაწყენინე ვიღაცას, თქვენც აწყენინებდით ჟურნალისტები ვიღაცას. Eეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ქვეყანას თუ გადავაყოლებთ ამ აბეჟნიკობამანიას მივიღებთ ძალიან ცუდს შედგეს", _განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები