თბილისის მერმა ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებიტ კომენტარი გააკეთა:
"პირველ ოქტომბერს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ოცნების გამარჯვების შემდეგ სრულად ძალაუფლება გადააბარა ახლადარჩეულ გამარჯვებულ პარტიას, ამით საქართველოში შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი იმისა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და კონკურენტული გზით გადაეცა ერთი პარტიიიდან მეორე პარტიას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა |ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რატომ ვამბობ ეხლა ამას, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც სულ მალე თაფლობის თვე დაუმთავრდება და რეალური კრიზისები დაუდგება წინ, ისევე როგორც ყველა მომდევნო ხელისუფლება, ეცოდინება რა, რომ თავისუფალი, სამართლიანი ტრანზიციის, ანუ ძალაუფლების გადაცემის შემდეგ იქნება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მსხვერპლი, და ამ სამართლიანობის აღდგენას თავში ჩაუდგება ლაშა ნაცვლიშვილი, ნანა კაკაბაძე და ეხლა საერთოდ თენგიზ კიტოვანიც დაემატა, ბუნებრივად მოეპოტინება ჩაებღაუჭება ძალაუფლებას ხელში და შეეცდება არ გაუშვას ძალაუფლება ხელიდან, ეს ნიშნავს რომ ჩვენ |შევალთ სპირალში, რომელიც ქვეყანას კარგს აღარაფერს მოუტანს, ამიტომ ამ კუთხით უნდა დაფიქრდეს ჩემის აზრით მთავრობა იმიტომ რომ ასეთი თვალსაზრისით ჩემის აზრით მომავალა, ქვეყნის მომავალს დიდ საფრთხეს აყენებს. სხვა მხრივ, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩამომსვლელთა დარბაზში, არავინ არსად არ წასულა, სხვათაშორის ამ ამბებთან დაკავშირებით გამახსენდა ბატონ ივანიშვილის ინტერვიუ თუ არ ვცდები შუბლაძესთან სადაც მან ძალიან საინტერესო რამ ახსენა, რომ ვისაც ჭკუა ქონდა გაიქცა, მან ესეთი ფრაზა იხმარა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი რატომ დღემდე არ დატოვა ბატონმა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, უფრო სწორედ შეაჩერა გამოცვლის პროცედურა, რატომღაც არავინ არ დაინტერესებულა რატომ არ აიღო ამიტომ საქართველოს მოქალაქეობა როდესაც იქ ის რვა თვეა პრემიერ მინისტრია, იმიტომ რომ მაგ ადამიანსაც აქვს ეგ ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე. ჩამოსვლათა დარბაზში ვართ, ჩამოვედი, ყველა ჩამოვა ვინც საჭიროა, და თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა იქნება ზეგ შეიძლება მეც ვიყო, შემდეგ კიდევ ვიღაც სხვა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში და შესაბამისად ციხე იმასთან შედარებით არაფერი არ არის, ასე რომ ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მინდა მოვუწოდო, იმიტომ რომ დღითიდღე ჩვენს ქვეყანაში პრობლემები მრავლდება და სამწუხაროდ კაციშვილი პატრონი არ ჩანს".