საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცეს საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
პრეზიდენტის თქმით "დღეს რეალურად ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას" მერაბიშვილის სახელი ასოცირებულია წესრიგთან და სიმშვიდესთან.
"ის რომ დღეს მერაბიშვილს მის მიერ შექმნილი პოლიცია ხელბორკილებით დაატარებს უსამართლოა. ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ჩვენს დასავლურ ორიენტაციას, ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლოზე შეჭრა. ამ წუთებში როცა ვსაუბრობ სასამართლოზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან, რათა მიაღწიონ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას. აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ბრალდებებზე, თუმცა ახალაიას პროცესმა დაანახა ყველას რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი ჩიხში შედის. სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები არამედ ჩვენ რეალურად ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე. დღეს რეალურად ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას", -აცხადებს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები