დღეს, 22 მაისს ნატოს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაში მონაწილებას სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოდაგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიღებენ.
,,22 მაისს ნატოს შტაბბინაში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ელჩები დონაზე, სადაც მთავარ განსახილველ საკითხად იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მომზადება. ვიზიტში მონაწილეობას მივიღებთ მე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე", _განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება ჟენევის ფორმატის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიებსა და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს.