პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო ,,ნაციონალურ მოძრობაში" პრაიმერი გაუქმდეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,საგანგებო სიტუაციაა, მაგრამ არა მგონია, ჩვენ ცხელ გულზე რაღაც დისკურსული მოძრაობები უნდა გავაკეთოთ. ყველა უნდა გაყვეს თავის გეგმას. უნდა გავყოთ სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, თუმცა სამწუხაროდ სამართლებრივ საკითხებში პოლიტიკა 99%, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პროცესები არ უნდა დაზარალდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", _განაცხადა სააკაშვილმა