"რუსეთმა ვერსაიდან ვერ წამოიღო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება გარდა ვენესუელისა, ნიკარაგუისა და სამი კუნძულოვანი სახელმწიფოსი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია.
"დსთ-ს არც ერთმა ქვეყანამ ეს არ აღიარა და ჩემი ინფორმაციით - არც აპირებს. მე კონტაქტში ვარ დსთ-ს ლიდერებთან და ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით და ჯერ ჯერობით ეს ასეა და ვფიქრობ ასე იქნება.
ამას არ აღიარებს არასოდეს არც ერთი ეუთოს წევრი სახელმწიფო, მით უმეტეს აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირზე. ამას არასოდეს არ აღიარებს აშშ და შესაბამისად მოუწევს რუსეთს ნაქურდალის უკან დაბრუნება. რუსეთს იმ პირობებში, როდესაც მთტელი მსოფლიო ყოველივე ამას აღიარებს დღესდღეობით ოკუპაციად და ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ამას ამბობს ევროპის საბჭო ზურაბ ჭიაბერაშვილის მცდელობების შედეგად, მოუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაცია", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.