პრეზიდენტი არ ფლობს ინფორმაციას ვინ შეიძლება დაინიშნოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. თუმცა როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა ის მხარს უჭერს სოფლის განვითარებას.
,,მე ნამდვილად არ ვიცი ვინ იქნება ამ თანამდებობაზე. მე მომხრე ვარ, რომ დავეხმაროთ სოფლის მცხოვრებლებს და ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ბევრი პროგრამაც განხორციელდა. ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა ახლანდელი მთავრობის პროგრამაში. იმედი მაქვს, მთავრობა დაჯდება, გააანალიზებს ხარვეზებს, მათ შორის წინა მინისტრის საქმიანობის ხარვეზებსაც და გააკეთებს შესაბამის დასკვნებსაც. თუ ფული დაიხარჯება, უნდა დაიხარჯოს ყველაფერი სწორად", - განაცხადა სააკაშვილმა.