,,ძალიან განვიცდი, რომ სანდრო გირგვლიანის დედა ვერ ვნახე", -განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტბთან შეხვედრისას.
,,ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალის მიმართ მჰქონდა სოლიდარობის განცდა, დანაშაულის განცდა. მე პირადად იმიტომ, რომ ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და და ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, რომ არცერთ ქვეყანაში, რომ ადამიანი საღამოს წავიდა რესტორანში და აღარ დაბრუნდა", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ვინც ამ საქმეში იყო გარეული გაასამართლეს და დააპატიმრეს.