"ის რაც დღეს მოხდა, ვანო მერაბიშვილის და ჩვენი პარტიის მეორე ლიდერის, ევროსაბჭოში ჩვენი ელჩის ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება - დამახასიათებელია დიქტატორული ქვეყნებისათვის. ხოლო დიქტატორული ქვეყნები და დიქტატორი ლიდერები ამთავრებენ კრახითა და ფიასკოთი", _ აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების კომენტირებისას.
"როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ასევე უმნიშვნელოვანესი დასავლური ინსტიტუტები, მთელი ამ თვეების განმავლობაში მოუწოდებენ ხელისუფლებას ცივილიზებული პოლიტიკური ფორმების არჩევისაკენ პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის დროს. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს სრულიად საპირისპიროს. რაც უცილობლად გვაშორებს ჩვენ ევროპას და აქცევს ქვეყანას იზოლაცაში",_ აცხადებს წიკლაური.
მისივე თქმით, ახლა, მათი, პასუხისმგებლობით აღჭურვილი ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანამაც არ დაამთავროს კრახით, სულ უფრო მზარდი იზოლაციის ფონზე დასავლეთისაგან და სულ უფრო მზარდი ეკონომომიკური კოლაფსისა და რეცესიის ფონზე.
"ის იმედები რაც მათ ჰქონდათ, რომ ამ ადამიანების დაკავებით გატეხავენ "ნაციონალურ მოძრაობას" - ამის პასუხად ჩვენ ვეტყვით, რომ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე არის ჩვენი ლიდერების დაკავება, მაგრამ ამავე დროს ეს არის იმპულსი იმისათვის, რომ ახალი კონსოლიდირებული ძალებით, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები და თავისუფალ სამყაროსთან დაახლოების იდეა რომელიც იყო ყოველთვის განმსაზღვრელი და ლაიტმოტივი ჩვენი საქმიანობის დროს", _ აცხადებს წიკლაური სააგენტოსთან საუბარში და აღნიშმავს, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე ევროსაბჭომ, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სხვა და ლიდერებმა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა ასვე ცალსახად მიუთითეს ბიძინა ივანიშვილს, რომ პოლიტიკურ ოპონენტეტებთან ცივილიზებული ქცევის წესები არსებობს და თუ ჩვენ ქვეყანას უნდა, რომ გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ანგარიში უნდა გაუწიოს ამ ქცევის წესებს ან გნებავთ - ქცევის კოდექსს რომელიც არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები