,,თუ კი მეორე ადამიანი არსებობს ჩემს შემდეგ საქართველოში, ვისი მოშორება, განადგურება, დაკავება შეიძლება უნდოდეს, ვლადიმერ პუტინს ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილი", _განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების კომენტირებისას.
,,ევროპის საბჭოში სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილი ტიტანური მცდელობის შედეგად მოხდა ჩვენი პოზიციების წინ წამოწევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ახალ დონეზე აყვანა, ოკუპაციის ტერმინის დაკანონება. სამწუხაროდ, ახალა, უკვე ახალი მთავრობის პირობებში, ეს საკითხი გამქრალია ევროპის საბჭოს დღის წესრიგიდან, რაც ძალიან დიდი ჩავარდნა და ძალიან დიდი უარყოფითი განვითარებაა, მაგრამ მანამ სანამ იყო, ერთი გამოკლებით და მერე ისევ აღსდგა, ეს ზურაბ ჭიაბერაშვილის მცდელობების შედეგად იყო", -განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები