,,სანამ სასამართლო არ იქნება იქამდე არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ივანე მერაბიშვილის დაკავების კომენტირებისას.
,,კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების მიმართ მათ რიცხვში მერაბიშვილიც იყო, მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება იქამდე არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ", _განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარმა აზრი დაკარგა.
,, იმდენად უკვე სუსტია პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ ამას ვეღარც კი იყენებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგო, რომ ჩვენ არ გვჭირდება და პოლიტიკური დევნას არ ვაწარმოებთ ჩვენ პოლიტიკური დევნა არ გვჭირდება", _ განაცახადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები