კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერშივილი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში, იკითხება. როგორც დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ჭიაბერაშვილმა განმარტა შესაძლოა ის და ვანო მერაბიშვილი დღეს დააკავონ.
"ხელისუფლება ისეთ აბსურდულ ნაბიჯებს დგამს, რომ არ არის გამორიცხული, დღეს ბრალი წაგვიყენონ და დაგვაკავონ. ხელისუფლება ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას და ცდილობს, საზოგადოებას შესთავაზოს სანახაობა, რისი მონაწილე მე და ვანო გავხდით. ჩვენ თებერვალში გავეცით იმ კითხვებს ამომწურავი პასუხები, რომელიც გამოძიებას ჰქონდა ჩვენს მიმართ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიაბერაშვილი სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, იკითხება.