,,ხელისუფლების ქმედებით ქართული დიასპორა გაწბილებულია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მოძრაობა ,,თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა და აღნიშნა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისგან უფრო მეტს ელოდნენ.
,, ისინი ელოდნენ, რომ ქვეყანაში გაცილებით უკეთესობისკენ და ეფექტურად შეიცვლებოდა სიტუაცია და ამ მტარვალს ასე უწოდებენ ისინი სააკაშვილს ჩამოაცილებდნენ მართვის სადავეებს და სერიოზულად მიხედავდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველობას. ჩვენი დიასპორა გაოცებულია, რადგან საქართველოში პროცესები მიდის არა იმისკენ ხალხი როგორ გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან, არამედ პირველი ოქტომბრის შემდეგ ,,ქართული ოცნების"' საფიქრალი გახდა როგორ გადაარჩინონ ,,ნაცმოძრაობა".ეს ხალხს სულაც არ აინტერესებს", _განაცხადა შაშიაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები