საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებას საპარალმენტო მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით დადფებითად აფასებს. მისი თქმით, ეს არის სწორი ნაბიჯი და მაჩვენებელია ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლების.
"პარალმენტში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა ყალიბდება და მაღლდება. სწორტედ პარლამენტში უნდა იყოს პოლიტიკური დებატები, აზრთა სხვადასხვაობა და პარლამენტში უნდა ხდებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც გამსახურდიას ამ გადაწყვეტილებას, შემოვიდეს პარლამენტში მივესალმები", - აცხადებს გოკა გაბაშვილი და იმედოვნებს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებას ოპოზიციის ის დანარჩენი წარმომადგენლებიც გაიზიარებენ, ვინც 2008 წელს პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.