პრეზიდენტმა გაეროში ელჩის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა ელჩის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.
,,გაეროში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ეს ინფორმაცია ჩვენ პარასკევს მივიღეთ და ელჩის კანდიდატურა პარლამეტში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია, ეს გახლავთ კახა იმნაძე", -განაცახდა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩები ჯერ კიდევ არ ჰყავს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთსა და ჩინეთში.
მასალის გამოყენების პირობები