საგარეო უწყება პრეზიდენტის პრეტენზიებს არ იზიარებს. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა საგარეო უწყება აქტიურად მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში.
დავით ზალკალიანი პრეზიდენტის განცხადებას არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით აქტიუარ დიპლომატიური არხების გამოყენებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.
,,არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა ჩვენთვის და ამ მიმართულებითY ინტენსიურად ვმუშაობთ. ყველა ბრიფინგზე, რომელის საგარეო საქმეთა სამინიტროში ტარდება მოგახსენებდით იმ ვიზიტების შესახებ რომელიც განხორციელდა და დაგეგმილია. ყველა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება და მთავრობა ახორციელებს ერთადერთი მთავარი დანიშნულება არაღიარებაა", _განაცხადა ზალკალიანმა, რომელიც პრეზიდენტის მოწოდებას ერთობლივად ვიზიტებში მონაწილეობის შესახებ გამოეხმაურა.
,,ჩვენ არა თუ ვმონაწილეობთ ცნობილ სამიტებში, არამედ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ორმხრივ შეხვედრებს. სულ რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, დავით ჯალაღანიანის ვიზიტის შესახებ იმ რეგიონში სადაც ახლა პრეზიდენტი იმყოფება. კერძოდ მას ჰქონდა ვიზიტი ტაილანდში, ვიეტნამში, ლაოსში და სწორედ ეს ვიზიტები ემსახურებოდა იმას, რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები დავამყაროთ. ასევე, რომ ჩვენ პრეზიდენტის ამ შენიშვნას ვერ მივიღებთ", _განაცხადა ზალკალიანმა
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, რუსეთი აქტიურად მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე და მისი ხელისუფლება წლების განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში, დიპლომატიური საშუალებებით ცდილობდა ეს პროცესი შეეჩერებინა. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინიტროსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა მასთან ერთად საერთაშორისო ვიზიტებში იარონ.
მასალის გამოყენების პირობები