,,პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა განმარტოს რა მიზანს ემსახურება მისი უცხოური ვიზიტები", _განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა, პარლამენტის სესიაზე სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა პრეზიდენტის ვიზიტები იყო.
,,ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს პასუხი ისეთ კითხვებზე თუ რა მიზანს ემსახურება სააკაშვილი უცხოური ვიზიტები. მეორე რა სარგებელი მოქვს ამ ვიზიტებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის", _განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის აშშ-ში იმყოფება.