პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ევროსაბჭოს წევრებს აინტერესებდათ თუ რა ეტაპზეა რუსეთთან ურთიერთობის პროცესი.
,,სტუმრებს აინტერესებდათ თუ რა სტადიაშია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პროცესი, არის თუ არა პროგრესი და როგორ ვუყურებთ რუსეთთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებს", _განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თუ რა ფორმით შეუძლია ევროსაბჭოს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში საქართველოს დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები