შსს მინისტრის პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის უფლებებს ადვოკატი კახაბერ სოფრომაძე დაიცავს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, მძიმე კატეგორიის დანაშაულს არ განეკუთვნება", - განაცხადა სოფრომაძემ.
ადვოკატი ფიქრობს, რომ ის შეძლებს დაუმტკიცოს მოსამართლეს მისი შუამდგლომლობის მართებულობა. პროკურატურა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით, მის დაპატიმრებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში 3 პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტიმური ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილია. თავად ფარესაშვილი გავრცელებულ კადრებს ფაბრიკაციას უწოდებს და მათ გავრცელებას უკავშირებს მის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში სამი პირის წინააღმდეგ ბრძოლას. საუბარია პრემიერის მრჩეველ გია ხუხაშვილზე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე.
მასალის გამოყენების პირობები