თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი, 25 წლის, გიორგი თაყნიაშვილი დააკავეს,.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი თაყნიაშვილმა 2009 წლის 3 სექტემბერს, ანგარების მიზნით, გლდანის პირველი მ/რ მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო ბლოკის თავში ჩარტყმით 62 წლის მოქლაქე ლუდმილა მაცაბერიძე მოკლა.
დაკავებულმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით.
გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.