კოალიცია ,,ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს ორშაბათს, 13 მაისს დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს ყველა გაუწევს კონკურენციას და ყველა მოუგებს ჩვენი გუნდიდან, ვინც არ უნდა დავასახელოთ, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს", _განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მას შერჩეული ჰყავს უკვე თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი.
,,მე მყავს ჩემი კანდიდატურა, მაგრამ აუცილებელი არ არის, ჩემი კანდიდატურა გავიდეს. გვექნება კანდიდატურების განხილვა ალბათ შაბათს ამ კვირის საბჭოზე, შემდეგ დავგეგმავთ უმრავლესობასთან კვირას და თქვენც სულ მალე გაიგებთ, ალბათ ორშაბათს", _განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები