ლიტვის რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის მთავარ პროკურატურას გივი თარგამაძის ექსტრადაციაზე უარი განუცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურმა გაავრცელა:
"ლიტვის რესპუბლიკის სასამართლის განაჩენი გიორგი თარგამაძის რუსეთის ფედერაციისთვის ექსტრადაციაზე უარის თქმის გადწყვეტილების დამტკიცების თაობაზე:
ვილნიუსის რეგიონული სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეების განყოფილების მოსამართლე, ლაურეტა ურბიენე გაეცნო რა ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გიორგი თარგამაძის რუსეთის ფედერაციისთვის ექსტრადაციაზე უარის თქმის გადწყვეტილების დამტკიცების თაობაზე, დაადგინა შემდეგი:
2013 წლის 2 აპრილს ფაქსიმილიით და და 2013 წლის 11 აპრილს დიპლომატიური არხების საშუალებით ლიტვის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა 1957 წლის 13 დეკემბრის "ექსტრადაციის შესახებ ევროპული კონვენციის" საფუძველზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე საქართველოს მოქალაქის გიორგი თარგამაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის შესახებ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მომზადება) და 212-ე მუხლის პირველი ნაწილით არის განსაზღვრული (გადატრიალება). კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მთავარმა პროკურატურამ წარმოადგინა 2013 წლის 29 მარტით დათარიღებული ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა, გადაწყვეტილება გიორგი თარგამაძისთვის ოფიციალური ბრალის წაყენების თაობაზე და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტაცია. დოკუმენტებთან ერთად ასევე 2013 წლის 21 თებერვალს მოსკოვის ბასმანის უბნის სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერი იყო, რომლის მიხედვითაც გიორგი თარგამაძეს შეეფარდა დაპატიმრება, როგორც სასჯელის ზომა.
ექსტრადაციის მოთხოვნა დაფუძნებული იყო გადაწყვეტილეაბზე, რომლის მიხედვითაც გიორგი თარგამაძეს ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით და 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადატრიალების ორგანიზებისთვის ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღის და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით. თუმცა დანაშაულებრივი ქმედების შესრულება ზემოთხსენებული პირისგან დამოუკიდებლად არსებული გარემოებების გამო ვერ მოხერხდა. გადაწყვეტილება 2013 წლის 14 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების უფროსი გამომძიებლების მიერ გამოიცა და დაადგინა შემდეგი:
2012 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს, რომ მასობრივი არეულობა მოეწყოთ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღის და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით. თავიანთი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით, გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს ეპოვნათ თანამზრახველები რუსეთის ფედერაციის ოპოზიციური მოძრაობის წევრებს შორის. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მზადების პერიოდში 2012 წლის იანვარში (ზუსტი თარიღი უცნობია) დაუდგენელ ადგილზე, გიორგი თარგამაძემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა მიმართეს ს.ს. უდალცოვს, მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" ორგანიზატორს, ასევე კ.ვ. ლებედევს და ლ.ვ. რაზვოჟაევს შეთავაზებით, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობა მოეწყოთ და ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად დაჰპირდნენ ფინანსურ დახმარებას. ამის შემდეგ ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა და ლ.ვ. რაზვოჟაევმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომ მოეწყოთ მასობრივი არეულობა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში ძალადობის, დარბევის, ხანძრის გაჩენის, საკუთრების განადგურების, იარაღის და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პერიოდში 2012 წელს, პირადი შეხვედრების დროს, სხვადასხვა ადგილებზე და ასევე კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით გიორგი თარგამაძემ და დაუდგენელმა პირებმა კონსულტაცია გაიარეს ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან მასობრივი არეულობის ორგანიზების ტაქტიკის თაობაზე და სხვადასხვა შემთხვევების დროს ქ. მოსკოვის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ გადასცეს მათ ფულადი თანხა აშშ დოლარში მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის. გიორგი თარგამაძის მიერ უდალცოვის, კ.ვ. ლებედევის და ლ.ვ. რაზვოჟაევისთვის გადაცემული თანხა დაახლოებით, 200 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
2012 წლის ივლისის მეორე ნახევარში ბელორუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში, დაუდგენელ ადგილზე გიორგი თარგამაძემ ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან და სხვა დაუდგენელ პირებთან დაგეგმა ქმედებები არეულობის ორგანიზების მიზნით რუსეთის ფედერაციის ქალაქებში მოსკოვის, კალინინგრადის, ვლადივასტოკის და სხვა ქალაქების ტერიტორიაზე და ციხეებში. ასევე დაგეგმეს სარკინიგზო გზების დაბლოკვა და იქ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რათა რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანიების მიერ არეულობის პრევენცია შეეფერხებინათ.
იმავე ადგილზე, იმავე დროს და არეულობის ორგანიზების დაგეგმვის პერიოდში, გიორგი თარგამაძემ, ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა, ლ.ვ. რაზვოჟაევმა და დაუდგენელმა პირებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის გარეთ, სხვადასხვა დაუდგენელი წყაროებიდან დანაშაულის დაფინანსების შესაძლებლობები, დაგეგმეს რუსეთის ფედერაციის სხვადახვა რეგიონში 2012 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე არეულობის მონაწილეთა შერჩევისა და სპეციალურ ტრენინგ-ბანაკებში მათი მომზადების მიზნით გამგზავრება, განიხილეს მათი ქმედებების ზედამხედველობის საკითხები, განსაზღვრეს მათი რაოდენობა და არეულობის მონაწილეებს შორის აარჩიეს ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ქმედებებისთვის პასუხისმგებელი იქნებოდნენ.
ამავე დროს გიორგი თარგამაძემ, ს.ს. უდალცოვმა, კ.ვ. ლებედევმა და ლ.ვ. რაზვოჟაევმა, დაუდგენელ პირებთან ერთად დაგეგმეს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში არეულობის მოწყობა არა უგვიანეს 2012 წლის შემოდგომისა, უფრო ზუსტი დრო არ არის დადგენილი.
ამის შემდეგ, მოქმედებდნენ რა დაუდგენელ პირებთან და გიორგი თარგამაძესთან ერთად, საერთო დანაშაულებრივი მიზნით, 2012 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ს.ს. უდალცოვი, კ.ვ. ლებედევი და ლ.ვ. რაზვოჟაევი გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციის სხვადახვა ქალაქებში სხვადასხვა შემთხვევებზე, მოაწყვეს ტრენინგ-ბანაკები და ჩაწერეს სიაში ის ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებდნენ დაგეგმილ არეულობაში. ასევე ჩამოაყალიბეს ჩაწერილი ადამიანების მონაცემთა ბაზა, რათა შემდგომში მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს-ით) შეეტყობინებინათ მათთვის დაგეგმილი არეულობის შესახებ და რათა მონაწილეებს ჰქონოდათ საშუალება მისულიყვნენ არეულობის ადგილზე.
ამას გარდა, მოქმედებდნენ და ახდენდნენ რა თავიანთი ქმედებების კოორდინაციას გიორგი თარგამაძესთან და დაუდგენელ პირებთან, ს.ს. უდალცოვი, კ.ვ. ლებედევი და ლ.ვ. რაზვოჟაევი ესტუმრნენ ვორონეჟს, ლიპეტსკს, ნიჟნი ნოვგოროდს, ივანოვოს, იაროსლავლს, ვოლგოგრადს, ბელოგრადს და ტვერს, სადაც ისინი თავიანთი მოძრაობის "მემარცხენე ფრონტის" აქტიურ წევრებს შეხვდნენ და ის პირები ჩაწერეს, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებდნენ დაგეგმილ არეულობაში.
შედეგად, გიორგი თარაგამაძემ, ს.ს. უდალცოვთან, კ.ვ. ლებედევთან და ლ.ვ. რაზვოჟაევთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად გამიზნულად შექმნა პირობები არეულობის ორგანიზებისთვის, მაგრამ მათი დანაშაულებრივი განზრახვა მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ განხორციელდა, რადგან მათი ქმედებები რუსეთის ფედერაციის კონონდამცველი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა.
2013 წლის 19 მარტს გიორგი თარგამაძე ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა და შემოიტანა განაცხადი, სადაც ის ხსნიდა, რომ ლიტვის რესპუბლიკაში მისი ვიზიტის დროს მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული ინტერპოლის არხების საშუალებით, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის მიმართ გამოცხადებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო და აცხადებდა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზებით, რომელიც საქართველოს პარლამენტში მის საქმიანობას უკავშირდებოდა - იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2003 წლიდან, ამასთან 2003-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ამავე კომიტეტის წევრი. გიორგი თარგამაძის მიხედვით, რუსეთის გადაწყვეტილება, დაეწყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებული იყო რუსეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულებით მის მიმართ რუსეთის ხელისუფლებისადმი მისი ოპოზიციური განწყობის გამო, როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ, ასევე სხვადასხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებში მისი მონაწილეობის გამო.
ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადაციის ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი თარგამაძე ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში პირდად გამოცხადდა და აცნობა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ გიორგი თარგამაძე შეიძლება, დაიმალოს და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მონაწილეობა ექსტრადაციის პროცესში, 2013 წლის 19 მარტს პროკურორმა მას იძულების შემდეგი ზომა დააკისრა: ვალდებულება, რომ გამოცხადდეს პერიოდულად პოლიციის განყოფილებაში და წარმოადგინოს ხელწერილი, რომ არ დატოვებს თავის საცხოვრებელს ლიტვაში, სადაც ამჟამად იმყოფება.
2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ლიტვის რესუბლიკის მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა საქართველოს მოქალაქე გიორგი თარგამაძის ექსტრადაციაზე რუსეთის ფედერაციისთვის, ვინაიდან, ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გიორგი თარგამაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დაწყების საფუძველი გახდა, შეესაბამება ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველ პარაგრაფს და 283-ე მუხლის მეორე ნაწილს და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ლიტვის რესპუბლიკაში. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მეორე ნაწილი ეხება ნაკლებად სერიოზულ დანაშაულს, (ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მაშინ როცა ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება მხოლოდ სერიოზული, ან მძიმე დანაშაულის მომზადებისთვის. შესაბამისად, ზემოთხსენებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის მომზადება სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება.
ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება დამტკიცებულია (მოწონებულია).
სასამართლოსთვის წარმოდგენილი მონაცემები ამტკიცებს, რომ გიორგი თარგამაძეს, რომლის ექსტრადაციაც მოითხოვა რუსეთის ფედერაციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალი ედება რუსეთის დეფერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის და 212-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმები, როგორც გონივრულად ლიტვის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 283-ე მუხლის მე-2 ნაწილთან შესაბამისობაში მოდის. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წარმოიშობა მხოლოდ სერიოზული, ან მძიმე დანაშაულის მზადების შემთხვევაში. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული დანაშაული ეხება ნაკლებად სერიოზულ დანაშაულს, რომელიც ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 პარაგრაფით ისჯება თავისუფლების აღკვეთით არა უმეტეს 6 წელი პატიმრობისა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ გონივრულად განაცხადა, რომ ქმედებები, რომლებშიც გიორგი თარგამაძეს ბრალი ედება, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ლიტვის რესპუბლიკაში და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადაციის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის და ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, მართებულად იქნა გადაწყვეტილი, რომ მისი ექსტრადაცია შესაძლებელი არ არის და უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურისთვის ექსტრადაციის შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოსთვის მიწოდებული მონაცემების შეფასებისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გიორგი თარაგამაძე შეიძლება იდევნებოდეს რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური მიზეზებითაც. ეს მტკიცდება ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გიორგი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ზემოთაღნიშნული დანაშაულებში მონაწილეობის გამო შეწყდა მას შემდეგ, რაც ინეტრპოლის მთავარმა სამდივნომ ცნო, რომ აღნიშნული ძებნა იყო პოლიტიკური მიზეზით და წინააღმდეგობაში მოდიოდა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლთან, რომელიც სასტიკად უკრძალავს ორგანიზაციას პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის საქმეებში რაიმე ტიპის ჩარევას. იგივე მიზეზით, გიორგი თარგამაძეზე ძებნა ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მიერ შეწყდა, რომელიც ძებნას ლიტვის რესპუბლიკაში აწარმოებდა.
ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია Evaluation Report on Lithuania-ის 2002 წლის 13 ივნისის ევროპული საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილების მე-4 მუხლის 1 ნაწილის 1 ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის და მე-17 მუხლის მე-6 ნაწილის დებულებით და 2007 წლის 19 აპრილის ევროკავშირის საბჭოს Eვალუატიონ ღეპორტ ონ Lიტჰუანია N. N2361/07 "რეკომენდაციების" მე-8 მუხლის მიხედვით, European Arrest Warranty -ის და შესაბამის წევრ ქვეყნებს შორის დამნაშავეთა გადაცემის პროცედურის მიხედვით. იმდენად, რამდენადაც ექსტრადაცია ძირითადად იგივე კანონის ინსტიტუტია, რაც Eუროპეან Aრრესტ ჭარრანტყ ზემოთხსენებული სიტუაცია მიჩნეულია ანალოგიად.
ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის, პირველი ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო იღებს შემდგომ გადაწყვეტილებას:
იწონებს ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გამოცემულ გადაწყვეტილებას, რომ უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქის გიორგი თარაგამაძის, დაბადებული 1968 წლის 23 ივლისს საქართველოში, მცხოვრები ქ. თბილისში, საქართველოში, ექსტრადაციაზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - ნათქვამია ლიტვის რეპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.