,,ენერგოთვალსაზრისით, რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა, საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კახა კალაძის გაანცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბოლო პერიოდში სწორედ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა იყო.
,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვჭირდება ალტერნტიული წყაროები, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან. ამ მხრივ რუსეთი ვერანაირად ვერ გამოდგება. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ერთი ზამთრის სუსხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს, წყვდიადში მოგვაქცევს და მიწასთან გაგვასწორებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა ავირიდოთ თავიდან", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სპეცილაურ მიმართვაში რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზის შემოტანა რუსეთიდანაც მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები